გერმანიის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხა. "სტად დე ფრანსზე” გამართული მატჩი სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.ანგარიში მასპინძლებმა 44-ე წუთზე გახსნეს. "მამლები” თავური დარტყმით მატიე ვალბუენამ დააწინაურა. ბუნდესნაკრები არ შედრკა და შესვენების შემდეგ ანგარიშიც გაათანაბრა. ილკაი გიუნდოგანმა თომას მიულერი ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, ამ უკანასკნელმა კი უგო ლორისს ბურთი თავზე გადაუგდო. მატჩს წერტილი 74-ე წუთზე სამი ხედირამ დაუსვა, რომელიც მესუთ იოზილის გადაცემის შემდეგ მეკარესთან ერთი ერთზე დარჩა და 1:2. საფრანგეთის ნაკრები 75 ათასი გულშემატკივრის თვალწინ დამარცხდა.
საფრანგეთი 1:2 გერმანია
საფრანგეთი: ლორისი, სანია, კოსელნი (რემი 46′), სახო, ევრა, კაბაი, მატიუდი (კაპუე 46′), სისოკო (ჟირუ 81′), ვალბუენა (მენეზი 86′), რიბერი, ბენზემა.
მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი.
გერმანია: ადლერი, ჰევედსი, მერტეზაკერი, ჰუმელსი, ლამი, ხედირა, გიუნდოგანი, მიულერი (ლ. ბენდერი 89′), იოზილი, პოდოლსკი (შურლე 68′), გომესი (კროოსი 57′).
მთავარი მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი.
გოლები: ვალბუენა 44′ – მიულერი 51′, ხედირა 74′.
მთავარი მსაჯი: პაოლო მაცოლენი (იტალია).