infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 6 » 6 თებერვალი დღე "ბარსელონას" ისტორიაში

6 თებერვალი დღე "ბარსელონას" ისტორიაში

1977 წლის 6 თებერვალს, პრიმერას 21-ე ტურის მატჩში "მალაგას" წინააღმდეგ, მთავარმა არბიტრმა მელერომ არ დანიშნა ორი შესაძლო პენალტი "ბარსას" სასარგებლოდ და ამავდროულად ჩათვალა "ბარსას" კარში ესტებანის მიერ თამაშგარე მდგომარეობიდან ხელით გატანილი გოლი. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მელერომ შეურაცყოფისთვის გააძევა კრუიფი, რის შემდეგაც მოედანზე გულშემატკივრები შეცვივდნენ. მოგვიანებით კრუიფმა აღნიშნა, რომ მან არა მსაჯს, არამედ თანაგუნდელ მანოლო კლარესს მიმართა. საბოლოო ჯამში "ბარსელონამ" მატჩი მოიგო, ანგარიშით 2:1, კრუიფმა კი 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ჩემპიონატში მომდევნო გამარჯვების მოსაპოვებლად კატალონიელებს 2 თვიანი ლოდინი მოუხდათ.
Views: 735



Shadow


content top