infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 6 » რონალდო: “დიდი პატივია, როცა დი სტეფანოს გადარებენ”

რონალდო: “დიდი პატივია, როცა დი სტეფანოს გადარებენ”

ესპანურმა გამოცემა AS-მა ინტერვიუ ჩამოართვა მადრიდის "რეალის” პორტოგალიელ ვარსკვლავს, კრისტიანო რონალდოს, რომელსაც საინტერესო თემებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რონალდო 28 წლის გახდა, ამიტომ მას, თავდაპირველად, ჰკითხეს, თუ რა საჩუქარი სურდა იუბილეზე.

"უპირველეს ყოვლისა, მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. ეს გათამაშება "რეალისთვის” განსაკუთრებულ ტურნირს წარმოადგენს და მისი მოგება არც მე მაწყენდა. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართოს და რასაკვირველია, ამას თუ კიდევ ერთხელ მოვახერხებ, ძალიან გამიხარდება. 10 წელია, პროფესიონალი ფეხბურელი ვარ და კმაყოფილი ვარ იმით, რასაც მივაღწიე. იმის მიხედვით, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მოგება ძალიან რთული იქნება, გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე წარმატებას მივაღწიოთ”, განაცხადა პორტუგალიელმა მოთამაშემ.

კრისტიანო რონალდო 30 წელს უახლოვდება: ფეხბურთელი არ გამორიცხავს, რომ კარიერა 38 წლამდე გააგრძელოს.

"მინდა, რომ ჩემი კარიერა კიდევ 10 წლით გაგრძელდეს, მაგრამ არ ვიცი, მოვახერხებ თუ არა 38 წლის ასაკში თამაშს. ამ დროისთვის, თავს მშვენივრად ვგრძნობ და მსურს, კიდევ დიდი ხნით ვითამაშო. ამბობენ, როცა 32 ან 33 წლის ხდები, ორგანიზმი ცვლილებას იწყებბს და ფეხბურთის თამაშს ძველებურად სწრაფ ტემპში ვერ შეძლებ.”

მოგეხსენებათ, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ლეგენდარული ალფრედო დი სტეფანოს რეკორდი გაიმეორა – მან 87 მატჩში 100 გოლის გატანა მოახერხა. ჟურნალისტმა რონალდოს ჰკითხა, მოსწონს თუ არა, როცა დი სტეფანოს ადარებენ.

"რასაკვირველია, დიდი პატივია, როცა ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელს გადარებენ, როგორიც ალფრედო დი სტეფანოა. იმისათვის, რომ ჩემს კლუბს დავეხმარო, თავდაუზოგავად ვშრომობ. მინდა, რომ მადრიდში ჩემი სახელი ყოველთვის ახსოვდეთ, ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "რეალში” კარიერის დასრულებამდე დავრჩები.”

რონალდომ "სამეფო კლუბის” გულშემატკივრებზეც ისაუბრა.

"გულშემატკივრების მხრიდან სიყვარულს ვგრძნობ და ეს მახარებს. ყოველთვის ვცდილობ იმას, რომ ბოლომდე დავიხარჯო და ჩემი გუნდის გულშემატკივრები გავახარო. "სანტიაგო ბერნაბეუ” ჩემი სახლია. როცა ყველა მატჩში ხალხი გვერდით გიდგას, ეს მოტივაციას გგმატებს. ხშირად, სტადიონზე ჩემს სახელს ყვირიან, ეს ძალიან მსიამოვნებს და შეიძლება ითქვას, ჩემთვის, ეს ყველაფერი ოცნების ახდენას ნიშნავს. შევიცვალე თუ არა მას შემდეგ, რაც ესპანეთში ჩამოვედი? არა, მე იგივე პიროვნება ვარ, რაც ადრე ვიყავი.”

რონალდოს ისიც ჰკითხეს, აღიზიანებს თუ არა მეტოქე გუნდის გულშემატკივრები, როცა ისინი მის გასაბრაზებლად შეძახილებს იყენებენ.

"სამწუხაროდ, ყველას თავაზიანად ვერ მოვექცევი. წესით, ადამიანები სტადიონზე იმისთვის უნდა დადიოდნენ, რომ ფეხბურთით ისიამოვნონ.”

28 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის შესახებ, ბევრი საუბარი არ სურს.

"კონტრაქტი? მასზე ბევრი საუბარი არ მსურს, რადგან ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ჩემი მთავარი საფიქრალი, ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასის მოგებაა.”

Views: 1628



Shadow


content top