You can do it. We can help...
როგორც ჩანს, რომის "ლაციომ” მიროსლავ კლოზეს შემცვლელი იპოვნა. გავრცელებული ამბების თანახმად, 34 წლის ფრანგი თავდამსხმელი, ლუი საა მალე რომაელებთან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ გერმანელ მიროსლავ კლოზეს ტრავმა აწუხებს, რის გამოც, მას ორი თვით უქმობა მოუწევს.
ლუი საა ბოლოს "სანდერლენდში” თამაშობდა, ფრანგ ფეხბურთელს "შავ კატებთან” კონტრაქტი 31 იანვარს ამოეწურა.
სავარაუდოდ, "მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი "ლაციოსთან” ნახევარწლიან კონტრაქტს გააფორმებს, თუმცა დიდი შანსია, ხელშეკრულება 2013–14 წლამდე გახანგძლივდეს.