infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 6 » პაცინი “კალიარისთან” ვერ ითამაშებს

პაცინი “კალიარისთან” ვერ ითამაშებს

"მილანის” 28 წლის თავდამსხმელს, ჯამპაოლო პაცინის ბარძაყის ტრავმა აწუხებს. სავარაუდოდ, იტალიელი ფეხბურთელი, მალე, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ ყველაფერი უფრო დეტალურად გაირკვევა.

მოგეხსენებათ, "როსონერის” შემტევმა "უდინეზესთან” გამართული შეხვედრა გამოტოვა და ძირითად შემადგენლობაში ადგილი მარიო ბალოტელის დაუთმო, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

გუშინ, "შავ-წითლებმა” ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნეს, სადაც პაცინის შესახებ წერენ: "კვირის ბოლოს, ჯამპაოლო პაცინი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.”

აქედან გამომდინარე, 28 წლის თავდამსხმელს, მომდევნო ტურში, "კალიარისთან” ჩასატარებელი შეხვედრის გამოტოვებაც მოუწევს.

Views: 568



Shadow


content top