You can do it. We can help...
"მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგმა ფეხბურთელმა, პატრის ევრამ ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის "რეალთან” გასამართ მატჩზე ისაუბრა.
31 წლის განაპირა მცველის აზრით, კრისტიანო რონალდოს "ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნება საკმაოდ ემოციურ ფონზე ჩაივლის, რადგან პორგუგალიელს "მანჩესტერ იუნაიტედი” უყვარს.
"კრისტიანო რონალდოს "ოლდ ტრაფორდზე” დაბრუნება საკმაოდ ემოციურ ფონზე ჩაივლის, რადგან მას "იუნაიტედი” უყვარს.
რონალდოს გაბრაზების საბაბი არ უნდა მივცეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ძალიან საშიში გახდება.
ვფიქრობ, ჩვენი გულშემატკივრები მას ოვაციებით შეხვდება. "რონი” ძალიან მენატრება”, განაცხადა ევრამ.