"მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელმა, რობინ ვან პერსიმ "მილანის” ახალწვეულ, მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა. ჰოლანდიელი ფეხბურთელის აზრით, ბალოტელის აქვს იმის შესაძლებელობა, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს.
მარიო ბალოტელის, რომელმაც "მანჩესტერ სიტი” ცოტა ხნის წინ დატოვა, ინგლისში ხშირად აკრიტიკებდნენ, თუმცა ვან პერსი ამბობს, რომ იტალიის ნაკრების მოთამაშე "დიდებული ბიჭია”.
"მე ბალოტელის ფანი ვარ. მარიო სწრაფი, ძლიერი და მამაცი მოთამაშეა. მას აქვს ყველა ის თვისება, რომლითაც შეუძლია უმაღლეს დონეზე ითამაშოს.
ბალოტელი კარგი პიროვნებაა. მასთან ხშირად ვსაუბრობ. მართალია, პრესაში მასზე ბევრ ცუდს წერენ, თუმცა ის, ნამდვილად, კარგი ბიჭია”, განაცხადა ვან პერსიმ.
ოთხშაბათს, ფეხბურთის გულშემატკივრები ბალოტელისა და ვან პერსის დაპირისპირებას იხილავენ – ჰოლანდიის ნაკრები "ამსტერდამ არენაზე” იტალიის ნაკრებს უმასპინძლებს.