infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 5 » რეალი კავანის ნაცვლად 50 მილიონს იხდის

რეალი კავანის ნაცვლად 50 მილიონს იხდის

მადრიდული კლუბი უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ცდილობს "ნაპოლის” ლიდერის ხელში ჩაგდებას.  არც ფალკაო, არც აგუერო და არც ნეიმარი არ აღმოჩნდა რეალის მთავარი სამიზნე. ყველასათვის ცნობილია, რომ ბლანკოსის ხელმძღვანელობამ უკვე დიდი ხანია თვალი დაადგა "ნაპოლის” თავდამსმელს. ესპანური გამოცემა Sportიტყობინება, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა დაიწყო მოლაპარაკებები კავანის ტრანსფერთან დაკავშირებით. ფეხბურთელის აგენტი უკვე რამდენიმეჯერ იმყოფებოდა მადრიდში სხვადასხვა დეტალებზე მოსალაპარაკებლად.
ტრანსფერის განხორციელებას ხელს ყველაზე მეტად, "ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უშლის, მან უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ ურუგვაელ ფეხბურთელს მხოლოდ 63 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა, სწორედ ეს თანხაა მითითებული ფეხბურთელის კონტრაქტში. "რეალმა” უკვე შესთავაზა კლუბს 50 მილიონი ევრო ფეხბურთელის სანაცვლოდ, თუმცა როგორც ჩანს "ნაპოლის” ხელმძღვანელობა უფრო მომგებიან შეთავაზებას ელის, რომელიც შესაძლოა კავანით არა ნაკლებ დაინტერესებულმა "პსჟ”-მ ან "მანჩესტერ სიტი”-მ გაუკეთოს.
Views: 672



Shadow


content top