infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 5 » რონალდო: “რეალი” “მანჩესტერზე” ძლიერია”

რონალდო: “რეალი” “მანჩესტერზე” ძლიერია”

მადრიდის "რეალის” პორტუგალიელი შემტევი, კრისტიანო რონალდო დარწმუნებულია, მის გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგობა დაძლიოს.

მოგეხსენებათ, რონალდო მანჩესტერელთა ღირსებას 2003 წლიდან 2009 წლამდე იცავდა, თუმცა 28 წლის ფეხბურთელს ფავორიტად მადრიდული კლუბი მიაჩნია.

"დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. ჩემი აზრით, "რეალი” "მანჩესტერზე” ძლიერი კლუბია, მაგრამ მეტოქეს ძალიან შეკრული გუნდი ჰყავს, ამიტომ ყველაფერი მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.

"მანჩესტერი” ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, ამიტომ პატივისცემას იმსახურებს. ძალიან რთული შეხვედრები გველის, განსკუთრებით კი მეტოქის სტადიონზე.

"წითელ ეშმაკებში” ექვსი წელი გავატარე, იქ ბევრი მეგობარი მყავს, ამრიგად "ოლდ ტრაფორდზე” გასამართ შეხვედრაში ემოციებით სავსე ვიქნები”, განუცხადა რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ყოველკვირეულ ჟურნალს.

Views: 1284



Shadow


content top