infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 5 » ინიესტა ბარსელონას წარუმატებლობას აანალიზებს

ინიესტა ბარსელონას წარუმატებლობას აანალიზებს

28 წლის ფეხბურთელმა გაამჟღავნა რომ ბარსა მიზანმიმართული იქნება ბოლო წლების წარუმატებლობის გამოსწორებაზე ჩემპიონთა ლიგაში და ლა ლიგაში,ასევე დაამატა რომ ის წავა გუნდიდან როცა ამის დრო იქნება.

ბარსელონას ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ აღიარა რომ გუნდი არის უფრო მოტივირებული,რადგან მიახწიოს წარმატებას და  მოუტანოს სიხარული გულშემატკივრებს,ბოლო სეზონის იმედგაცრუების შემდეგ.

კატალონიელმა მოიგო კოპა დელ რეი,უეფას სუპერ თასი,მსოფლიო თასი და ესპანეთის სუპერ თასი,მაგრამ მოუწია ეყურებინა მეტოქე რეალ მადრიდის წარმატებისთვის ლა ლიგაზე და ჩელსის წარმატებისთვის ჩემპიონთა ლიგაზე.

ანდრეს ინიესტა ამტკიცებს,რომ ბარსას შეუძლია გააბათილოს იმედგაცრუება ესპანეთის პრიმერა დივიზიონის და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის ვერ მოპოვება,ამ სეზონში წარმატების მოპოვებით.

"2012 წელს ჩვენ ვიყავით გამარჯვებასთან ახლოს,მაგრამ ცოტა დაგვაკლდა”უთხრა მან FIFA.com-ს.

"წელს ჩვენ ამას გამოვიყენებთ მიზეზად,რომ კიდევ ერთხელ მოვიგოთ ყველა ტიტული”.

ბარსაში,ჩვენ ყოველთვის ველით ბრძოლას ყოველი ტიტულისთვის და ეს არის რასაც ვაკეთებდით და სხვა წლებშიც ამ გზით მივდიოდით,თუმცა ბოლოს ცოტა დაგვაკლდა”.

ამასობაში,მსოფლიო თასის გამარჯვებულმა აღიარა,რომ ის არ აპირებს კამპ ნოუს დატოვებას უახლოეს მომავალში,მაგრამ ის წავა ბარსადან როცა ფორმაში აღარ იქნება.

"წასვლა აზრადაც არ მომსვლია,რადგან მე ვარ საუკეთესო ადგილზე,სადაც კი შეიძლება ვყოფილიყავი,ჩემი თამაში იქნება იმის გადამწყვეტი რამდენ ხანს გავაგრძელებ თამაშს.იმ დღეს როცა მივხვდები,რომ არ შემიძლია 100%-ის გაკეთება,მე შევჩერდები,რადგან არ მინდა კლუბი შევარცხვინო”.

Views: 830



Shadow


content top