Main »
2013 » February » 4 » მანჩინი: ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა
მანჩინი: ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა
რობერტო მანჩინიმ "ლივერპულთან" დასრულებული ფრის (2:2) შემდეგ განაცხადა, რომ "მანჩესტერ სიტი" ჯერ კიდევ ინარჩუნებს ჩემპიონობის შანსს.
"ბრძოლა გრძელდება. რა მნიშნველობა აქვს 7 ქულით ჩამოვრჩებით თუ 9 ქულით. წინ კიდევ ბევრი მატჩია და დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია სხვაობის შემცირება," –განაცხადა რობერტომ.
"ალბათ დარჩენილი ყველა თამაში უნდა მოვიგოთ ან 12-დან 11 მაინც. ფეხბურთი არაპროგნოზირებადია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მაგალითად, წინა სეზონში 6 ტურში 8 ქულა ამოვუღეთ მანჩესტერ იუნაიტედს. ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ არ შეიძლება იგივე გამეორდეს ამჯერადაც. გაიხსენეთ "ჩელსიც" მსგავს სიტუაციაში იყო 2010 წელს და ჩემპიონები გახდნენ. საკმარისია 2-3 შეხვედრა, რათა ინტრიგა დაბრუნდ ეს."