infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 4 » ლორენტე უკვე იუვენტუსზე ფიქრობს

ლორენტე უკვე იუვენტუსზე ფიქრობს

ზაფხულში ტურინის იუვენტუსს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება ბილბაოს ატლეტიკის ესპანელი თავდამსხმელი.

ფერნანდო ლორენტემ ინტერვიუში იმ მიზეზებზე ისაუბრა,თუ რატომ არჩია ბებერი სიონიორა სხვა დაინტერესებულ კლუბებს.მართალია,იტალიურ გრანდს მისი გადაბირება იანვარშივე სურდა,თუმცა ბასკების ხელმძღვანელობა მტკიცე უარზე იყო.

"ახლა ძალიან რთულ სიტუაციაში ვარ.აქ მყოფ უამრავ ხალხს ვუყვარვარ და ჩემს გვერდით არიან.მეორე ნაწილს ჩემი რაც შეიძლება მალე წასვლა სურს.ბევრი გუნდისგან მქონდა შემოთავაზება,მაგრამ იუვენტუსის პროექტმა მომხიბლა.

თავიდანვე სურდათ ჩემი შეძენა და ამის სურვილი არასოდეს განელებიათ.ყოველთვის მომწონდა იტალიური გუნდების სულისკვეთება.იქ კი ჩემი აზრით ყველაზე დიდი ბებერი სინიორაა.ცდილობენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას,რაც ჩემი ოცნებაა.იუვენტუსს აქვს ამბიცია,რაც ძლიერ მომწონს.”-განაცხადა ფერნანდო ლორენტემ.

Views: 717



Shadow


content top