infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 3 » რონალდო: "მე სახლში მივდივარ და არა ომში"

რონალდო: "მე სახლში მივდივარ და არა ომში"

კრიშტიანუ რონალდომ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა The Sun-ს, სადაც საუბრობს, რომ მოუთმენლად ელის მანჩესტერში დაბრუნებას იმის და მიუხედავად, რომ მას მოუწევს ძალიან რთულ მატჩში მონაწილეობის მიღება.


"კენჭისყრის დღეს მე მქონდა შეგრძნება, რომ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედს" შევხვდებოდით. როდესაც ცნობილი გახდა შედეგები, ძალიან გამიხარდა. რა თქმა უნდა, ეს იქნება სერიოზული ბრძოლა "რეალსა" და "იუნაიტედს" შორის, რადგან მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბი ერთმანეთს ხვდება და შანსებიც თანაბრადაა 50-50."

 

"პირადად ჩემთვის ეს თამაში დიდი სიამოვნება იქნება! მესმის, რომ მე მატჩის დაწყებამდე უფრო დიდ ყურადღებას დამითმობენ, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ არ იქნება არავითარი ზეწოლა. ეს მხოლოდ თამაშია, მხოლოდ ფეხბურთის მატჩი შენი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ. მე არ მივდივარ ომში, არამედ სახლში ვბრუნდები და ამას მოუთმენლად ველი"

 

"მანჩესტერი იყო ჩემი სახლი და ახლაც ჩემ გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მე ის ძალიან მიყვარს. არასდროს დავივიწყებ "იუნაიტედს", ხალხი, რომლებიც იქ მუშაობდნენ და ფანები, რომლებიც მხარს ყოველთვის გვიჭერდნენ. ამიტომაც მოხარული ვარ მანჩესტერში დაბრუნებით"

 

"მე გავივლი ჩემ ძველ სახლში, ასევე მოვინახულებ მეგობრებს. ისინი ჩემთვის ოჯახივითაა, ეს ძალიან მაგარი იქნება. ბოლოს და ბოლოს მე მივალ კლუბში, სადაც წლები გავატარე. მე ახლაც შეხება მაქვს მათთან : რიოსთან, ევრასთან, ნანისთან და ანდერსონთან. ძალიან გამიხარდება მათი ნახვა, იმის და მიუხედავად, რომ ძალიან რთული მატჩი გველის"

 

"მანჩესტერ იუნაიტედი - საუკეთესო კლუბია ინგლისში, დიდებული გუნდი. არ გავა სეზონი ისე, რომ რამე ტიტული არ მოიგონ. სერ ალექსის სახით მათ საოცარი მწვრთნელი ყავთ. მაგრამ ჩვენ გვყავს ჯოზე მოურინიო, ის უკვე ჩემი მწვრთნელია და დიდ იმედებს ვამყარებ, რომ შეძლებს ამ მატჩში გამარჯვებას. ვინ არის მათგან საუკეთესო ? ეს არასწორი კითხვაა. ეს ისეთია, რომ ერთმანეთს "ფერარი" და "პორშე" შეადარო. ისინი ორივენი საუკეთესოები არიან, ორივეს გამარჯვება უყვარს და დიდი გამოცდილება აქვთ." - დაასრულა რონალდომ The Sun-თან ინტერვიუში

Views: 778



Shadow


content top