მანჩესტერულ გრანდებს ახალგაზრდა ადრიან კასტელიანო სჭირდებათ.
მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული აკადემიის ერთ-ერთი აღზრდილი ინგლისის პრემიერ ლიგის ლიდერების ინტერესების სფეროში მოექცა.
იტყობინებიან, რომ "სიტი" და "იუნაიტედი" 18-წლის ადრიან კასტელიანოს აკვირდებიან, ან უბრალოდ ადრის. გრანდები აკვირდებიან ფეხბურთელს, რომელიც უკვე "რეალ ს"-ში თამაშობს და ხანდახან "ბლანკოსის" პირველ გუნდთან ერთადაც ვარჯიშობს.
მარცხენა ფლანგელი ტაქტიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, გარდა ამისა, ნორმალური გაბარიტები აქვს, მისი სიმაღლე 180 სანტიმეტრს შეადგენს. ინგლისურ გრანდებს სურთ, რომ მომავალ ზაფხულს ეს ტალანტი საკუთარი გუნდის რიგებში იხილონ.