Main »
2013 » February » 2 » მანჩინი:”იუნაიტედი შეცდომებს დაუშვებს”
მანჩინი:”იუნაიტედი შეცდომებს დაუშვებს”
პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულისათვის წელსაც ორი მანჩესტერული კლუბი იბრძვის.ჯერჯერობით სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები დამაჯერებლად ლიდერობენ.
თუმცა,რობერტო მანჩინი დარწმუნებულია,რომ იუნაიტედი თებერვალში ქულებს დაკარგავს,რაც მის გუნდს დაკარგული პოზიციების დაბრუნების შანსს მისცემს.ამჟამად,მანკუნიანელები ლურჯებს 7 ქულით უსწრებენ.
"როცა ჩვენ ოლდ ტრაფორდზე გვექნება თვის ბოლოს თამაში,სხვაობა ძალიან,ძალიან პატარა იქნება.არც ერთი ქვეყნის ჩემპიონატში არ მომხდარა ისეთი ფაქტი,რომ რომელიმე გუნდს ჩემპიონობა იანვარში მოეპოვებინოს.აპრილის ბოლომდე ვიბრძოლებთ.
თუ იმ დროისთვის სხვაობა 8-9 ქულა იქნება,მაშინ ყველაფერი აზრს კარგავს.თუმცა,ახლა პირველ ადგილზე გასვლის დიდი შანსი გვაქვს.სეზონის განმავლობაში ყველა გუნდს აქვს 2-3 კვირა,როცა კარგად ვერ თამაშობს.ახლა შესაძლოა იუნაიტედის დრო დადგეს.”-განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.