infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 2 » "ოკლაჰომამ" დასუსტებული "მემფისი" უპრობლემოდ დაამარცხა

"ოკლაჰომამ" დასუსტებული "მემფისი" უპრობლემოდ დაამარცხა

"ოკლაჰომას" მიმდინარე რეგულარულში საკუთარ არენაზე მხოლოდ სამი მატჩი ჰქონდა წაგებული, და ერთ ერთი მათგანი სწორედ მის დღევანდელ მეტოქე "მემფის გრიზლისთან" (2012 წლის 15 ნოემბერი, 97-107). "თანდერს" რევანში ჰქონდა ასაღები, რაც უპრობლემოდ გააკეთა. რასელ უესტბრუკის და კევინ დურანტის დამაჯერებელი გარჯის შედეგად მასპინძლებმა 17 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს მეტოქე 106:89.
"მემფისში" დიდი გარდაქმნები მიმდინარეობს. 2013 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბის ხელმძღვანელობამ ორი ტრეიდი განახორციელა, რის შემდეგაც გუნდის რიგები დატოვეს გამოცდილმა სათადარიგოებმა მორის სპეიტსმა და ელინგტონმა, ასევე გუნდის უდავო ლიდერმა რუდი გეიმ, მათ მაგივრად კი მოვიდნენ ჯონ ლეური, ედ დევისი, ტაიშონ პრინსი და ოსტინ დაიე. უკანასკნელი სამი მათგანი ჯერჯერობით სამატჩო 13 კაციან განაცხადში არ გახლდნენ და ამიტომაც რუდი გეის პოზიცია ჯარედ ბეილისმა შეავსო.
შეხვედრა სტუმრებმა საშინლად დაიწყეს, ისინი ჯიუტად ცდილობდნენ  პერიმეტრიდან დაებომბათ მეტოქე, თუმცა ვერცერთი მათგანი ვერ ახერხებდა წარმატების მიღწევას. თავის მხრივ მასპინძლებმა საწყისი 9 სროლა გამოიყენეს პირველ მეოთხედში და კევინ მარტინის "ბომბა" სამიანის შემდეგ "ოკლაჰომა" ორციფრიანი უპირატესობით დაწინაურდა 27:16.
პირველი ტაიმის განმავლობაში "მემფისი" არეულად გამოიყურებოდა. რიგ ეპიზოდებში შეინიშნებოდა, რომ მათ უბრალოდ არ იცოდნენ ბურთი კრიტიკულ სიტუაციაში ვისთვის გადაეწოდებინათ."გრიზლი" შეხვედრის პირველ ნახევარში'თამაშიდან 26% სიზუსტით ისროდა და მიმდინარე სეზონში პირველ ტაიმში ყველაზე ცოტა ქულა  დააგროვა (34). მასპინძლებმა კი გაილაღეს, ისინი თითქმის ყველა შეტევას უპრობლემოდ ასრულებდნენ წარმატებით და დიდ შესვენებაზე 24 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ 58:34.
მეორე ტაიმის სტარტზე ლაიონელ ჰოლინზმა მოახერხა რაღაც დონემდე საკუთარი გუნდის გამოფხიზლება და მათაც მეთოდურად დაიწყეს გაფუჭებული სიტუაციის გამოსწორება. მათ ამაში ხელი შეუწყო რას უესტბრუკის არაპროფესიონალურმა საქციელმაც. "ოკლაჰომას" ძირითადმა გამთამაშებელმა რამდენიმე ადვილი ბურთი ვერ ჩააგდო, ხოლო იმის მაგივრად რომ საკუთარი თავისათვის დაებრალებინა ყველაფერი, ტაბო სეფალოშას და კევინ დურანტს უღრიალა, რატომ არ მეხსნებით წესიერადო. სკოტ ბრუქსმა იგი იმწამსვე შეცვალა, თუმცა რასი არც დამრიგებელს მოერიდა და მასაც რამდენიმე არასასიამოვნო სიტყვა აკადრა, შემდეგ სათადარიგოთა სკამზე დაჯდა, სადაც ბოლომდე ვერ მოახერხა დაწყნარება და საბოლოოდ გასახდელისკენ გასწია.
"მემფისმა" "თანდერის" რიგებში არეულობით ისარგებლა და მცირე გაქცევა მოუწყო მეტოქეს, რის შემდეგაც მესამე მეოთხედის ბოლოსკენ მასპინძელთა უპირატესობა მხოლოდ 10 ქულაღა გახლდათ. ამასობაში მოახერხა საბოლოოდ ემოციების მოთოკვა უესტბრუკმა, რომელიც სკოტ ბრუქსმა დააბრუნა პარკეტზე და გაბრაზებული "ოკლაჰომა" კიდევ უფრო მძლავრად ათამაშდა. მათი შეჩერება პრაქტიკულად წარმოუდგენელიც კი ჩანდა, რის შედეგადაც  მასპინძლებმა მეტოქეს აღარანაირი შანსი არ დაუტოვეს და 106:89 დაამარცხეს.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კევინ დურანტი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 27 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. "მემფისის" რიგებში კი გამოირჩა ჯარედ ბეილისი -23 ქულით.
მატჩისშემდგომ მცირე ინტერვიუებში  კევინ დურანტმა რას უესტბრუკთან თამაშის დროს მომხდარ მცირე კონფლიქტზე განაცხადა:"ეს თამაშია. ეს კალათბურთია და აქ ემოციები მეფობს. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, უბრალოდ შეტევაში რაღაც ვერ დავალაგეთ რამოდენიმე შეტევის განმავლობაში, სულ ეს იყო, მერე კი იხილეთ როგორც გამოვასწორეთ."
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ "თანდერი" 35 მოგებითა და 11 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო მემფისი (29-16) მეოთხეა, თუმცა ერთი მოგების ზღვარზე მიუახლოვდა მათ "გოლდენ სტეიტი".

ოკლაჰომა - მეფისი 106:89 (32:22, 26:12, 21:33, 27:22)
ოკლაჰომა: უესტბრუკი (21), სეფალოშა (7), პერკინსი (7), იბაკა (4), დურანტი (27); კოლისონი (12), მარტინი (16), ტაბიტი (4), ჯექსონი (4), ლიგინსი 92), ჯონსი (2), მეინორი
მემფისი: კონლი (17), ბეილისი (23), გასოლი (16), რენდოლფი (9), ალენი (8); როტენი (6), არტური (9), კრის ჯონსონი (1), ლეური


გოლდენ სტეიტი - დალასი 100:97 (28:23, 27:30, 25:26, 20:18)
გოლდენ სტეიტი: ჯეკი (13), ტომფსონი (27), ბოგუტი (8), ლი (15), ბარნსი (12); ბიედრინსი (2), გრინი (5), ლენდრი (10), ჯეფერსონი (8), ჯენკინსი
დალასი: კოლისონი (6), მეიო (25), ბრენდი (4), მერიონი (18), და. ჯონსი; კარტერი (22), კრაუდერი (2), ბობუა (5), ჯეიმსი (6), რაიტი (9)

 

დასავლეთ კონფერენცია

 

1.სან ანტონიო4837115007:46030.771
2.ოკლაჰომა4635114861:44680.761
3.კლიპერსი4734134743:43830.723
4.მემფისი4529164199:40430.644
5.გოლდენ სტეიტი4629174640:45800.630
6.დენვერი4729184880:47340.617
7.იუტა4625214520:45670.543
8.ჰიუსტონი4825235039:49300.521
9.პორტლენდი4523224368:44500.511
10.ლეიკერსი4620264703:46430.435
11.დალასი4619274625:47370.413
12.მინესოტა4217253974:40660.405
13.საკრამენტო4717304539:48460.362
14.ფინიქსი4616304395:45770.348
15.ნიუ ორლეანი4615314306:44820.326

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

 

1.მაიამი4229134314:40610.690
2.ნიუ-იორკი4328154330:41400.651
3.ჩიკაგო4528174211:40890.622
4.ბრუკლინი4627194408:43540.587
5.ინდიანა4627194221:41360.587
6.ატლანტა4526194350:43180.578
7.მილუოკი4424204303:43180.545
8.ბოსტონი4522234285:43260.489
9.ფულადელფია4519264202:43580.422
10.დეტროიტი4617294349:44470.370
11.ტორონტო4616304498:45950.348
12.ორლანდო4514314275:44660.311
13.კლივლენდი4613334394:46300.283
14.ვაშინგტონი4411334015:42290.250
15.შარლოტი4511344253:46310.244

Views: 1135



Shadow


content top