ლონდონური კლუბი ლეანდრო დამიაოს გადაბირებას ცდილობდა.
23-წლის ბრაზილიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ "ტოტენჰემი" მზად იყო 17 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაეხადა. თუმცა "ინტერნასიონალის" ხელმძღვანელობას ეს თანხა ეცოტავა და ტრანსფერი ჩაშალა.
"დამიაო ჩვენს კლუბს არ დატოვებს, ყოველ შემთხვევაში, ამ წლის ბოლომდე. "ტოტენჰემის" შემოთავაზებამ არ დაგვაკმაყოფილა",-ისაუბრა ამ თემასთან დაკავშირებით ბრაზილიური კლუბის დირექტორმა მარსელო მეიდეიროსმა.
ასევე გეტყვით იმასაც, რომ გასულ სეზონში დამიაომ "ინტერნასიონალის" რიგებში 48 მატჩი ჩაატარა და 24 გოლი გაიტანა.