ხავი ერნანდესისა და კარლეს პუიოლის შემდეგ, ახალ კონტრაქტზე ხელს არგენტინელი ვარსკვლავიც მოაწერს.
"ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი აცხადებს, რომ ლეო გუნდში 2018 წლამდე დარჩება.
"ჩვენ არ მიგვიღია რაიმე შემოთავაზება მესის თაობაზე. დარწმუნებული ვარ, თუ მას რაიმე წინადადება ექნებოდა, ამას აუცილებლად უარით გაისტუმრებდა."-აცხადებს როსელი.
"ბლაუგრანას" უფროსმა ასევე განაცხადა, რომ პირველ მეკარე ვიქტორ ვალდესს, ჯერ კვლავ აქვს შანსი შეიცვალოს აზრი და დარჩენა გადაწყვიტოს.