ბრაზილიელი გოლკიპერი დღეიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს.
ბრიტანული პრესა იტყობინება, რომ დღეს მერსისაიდელებმა დონისთან კონტრაქტი გაწყვიტეს, რომელიც "ლივერპულში" მეორე სეზონია, რაც ასპარეზობს. ამ დროის განმავლობაში კი მან "წითლების" მაისური მხოლოდ ოთხ შეხვედრაში მოირგო.
33-წლის კარის დარაჯი კარიერის გაგრძელებას სამშობლოში აპირებს. პრესამ კი უკვე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ბოტაფოგოს" გამოცდილი გოლკიპერის გადაბირება სურს და დღე დღეზე დონი ბრაზილიურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.