"ბარსას" ფლეიმეიკერი მიიჩნევს, რომ მის გუნდს გუშინდელ "კლასიკოში" აუცილებლად უნდა გაემარჯვა.
"ჩვენ თავად ვაჩუქეთ მათ ეს ფრე. "რეალზე" უკეთ ვთამაშობდით, მოედანზე უფრო მეტ ხანს ვდომინირებდით და მეტ საგოლე მომენტსაც ვქმნიდით", -განაცხადა ჩავიმ.
"ბოლო "კლასიკოებში" ეს ჩვეულევრივი სურათია. ცარიელი კარის წინ ბევრი შესაძლებლობა გავფლანგეთ, ხოლო გამარჯვებისთვის გატანაა აუცილებელი. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. წინ საპასუხო მატჩი გველის და ჩვენ მომენტების რეალიზებას შევეცდებით".