infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » January » 30 » დენის ლოუ:"რუნი ჩემს რეკორდს გააუმჯობესებს"

დენის ლოუ:"რუნი ჩემს რეკორდს გააუმჯობესებს"

მანჩესტერ "იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი დენის ლოუ დარწმუნებულია, რომ უეინ რუნი დაამხობს მის რეკორდს გატანილი გოლების მიხედვით.
ლოუმ რუნის საუკეთესო თვისებებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რუნის მიერ თავისი რეკორდის გადასწრების თავიდან აცილება შეუძლებელი საქმეა
"როდესაც ფორვარდები სხვა გუნდის საჯარიმო მოედანთან ახლოს თამაშობენ, მაშინვე შეგიძლიათ თქვათ გაიტანს თუ არა ის გოლს, მაგრამ უეინ რუნიზე ამის გამოცნობას ვერ შეძლებთ. ჩვენ ყოველთვის გვესინოდა "ტოტენჰემის" თავდამსხმელის ჯიმი გრივზის წინააღმდეგ თამაში, რადგან ვიცოდით, რომ თუ მას ექნებოდა თუმდაც პატარა შანსი გოლის გატანისა, ის აუცილებლად გამოიყენებდა. ზუსტად ამის თქმა შეიძლება უეინ რუნიზე" – 
"ბედრიერი ვიყავი, როდესაც დავამყარე რეკორდი კლუბისთვის 237 გოლი. მაგრამ როდესღაც ამ მაჩვენებელს რომელიმე ფეხბურთელი გადაასწრებს, იმედი მაქვს, რომ რუნი ამას შეძნებს. როდესაც რუნი გუნდში მოვიდა, მაშინვე ვთქვი, რომ თუ ამ ბიჭს ტრამვები არ შეაწუხებდა, ის გახდებოდა ერთ–ერთი საუკეთესო ფორვარდი კლუბის ისტორიაში. ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ის ამას შეძლებს."

კლუბის ისტორიაში საუკეთესო ფორვარდების სია ასე გამოიყურება
1.სერ ბობი ჩარლტონი – 249 გოლი
2.დენის ლოუ – 237 გოლი
3.ჯეკ როული – 211 გოლი
4.უეინ რუნი – 191 გოლი
Views: 1578



Shadow


content top