infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 16 » ფერგიუსონის გულწრფელი მზრუნველობა თუ გამიზნული გეგმა?

ფერგიუსონის გულწრფელი მზრუნველობა თუ გამიზნული გეგმა?

ფერდინანდი, ფერგიუსონი"მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა კომენტარი გააკეთა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც რიო ფერდინანდი ნაკრებში იქნა გამოძახებული. მისი თქმით, ვიდრე ფერდინანდი გადაწყვეტილებას მიიღებს, მან კარგად უნდა აწონოს, გაიაროს სამედიცინო შემოწმება და მხოლოდ ამის მერე უპასუხოს ჰოჯსონის შემოთავაზებას.

"როგორც ყველას, მეც ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ფერდინანდს ნაკრებში გამოუძახეს. თუმცა ჯერ ნაადრევია იმაზე ფიქრი, ითამაშებს თუ არა რიო ნაკრებში. მე ექიმს უნდა ვესაუბრო, რათა ფერდიდანდი ყველანაირად შემოწმდეს. მას განსაზღვრული მკურნალობა აქვს დანიშნული, რომელსაც უნდა დაემორჩილოს. რიო უნდა დარწმუნდეს, შეძლებს თუ არა თამაშს. ყველაფერი უნდა გადავამოწმოთ, ვიდრე რიო გადაწყვეტილებას მიიღებს”, – განაცხადა ფერგიუსონმა.

შეგახსენებთ, რომ ჰოჯსონმა გუშინ დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც სან-მარინოს და მონტენეგროს წინააღმდეგ ითამაშებენ.
Views: 583



Shadow


content top