infoBets - სერია ა - XXVIII ტურის მიმოხილვა - 9 March 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 9 » სერია ა - XXVIII ტურის მიმოხილვა

სერია ა - XXVIII ტურის მიმოხილვა

სერია ა
მატჩი: "ჯენოა” – "მილანი”
 თარიღი: პარასკევი, 8 მარტი, 23:45
 სტადიონი: "მარასი”
 არბიტრი: ანტონიო დამატე

მატჩები ამ გუნდებს შორის: 93 შეხვედრა, +15=33-45, 88:150
 "ჯენოას” მოედანზე: 46 მატჩი, +11=21-14, 49:61
 ბოლო ხუთი შეხვედრა: +0=1-4, 1:6

ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა: "ჯენოა” (მე-17 ადგილი), "მილანი” (მე-3 ადგილი).

საინტერესო ფაქტები:

- "ჯენოამ” "როსონერის” წინააღმდეგ ყველაზე მეტჯერ ითამაშა ფრედ, ვიდრე სხვა სერია ა-ს კლუბებმა.

- ამ გუნდებს შორის ბოლო ხუთ დაპირისპირებაში, "მილანმა” "ჯენოას” მხოლოდ ერთი ბურთი გაუტანა.

- ბოლო ხუთ მატჩში "ჯენოამ” "როსონერის” ვერ მოუგო.

- "ჯენოამ” მოიგო სამჯერ, ბოლო ოთხ გამართულ შეხვედრაში.

- "მილანმა” იტალიის ჩემპიონატში, თავის ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, გამარჯვების მოპოვება მხოლოდ ერთხელ შეძლო.

- "ჯენოას” მიერ "როსონერის” კარში გატანილი ბოლო ცხრა ბურთიდან, ხუთი "ჯენოას” ყოფილი ფეხბურთელის, მარკო ბორიელოს გატანილია.


სავარაუდო შემადგენლობები:

"ჯენოა”: ფრეი – გრანკვისტი, პორტანოვა, მორეტი – პიზანო, ბოვო, რიგონი, ვარგასი, ანტონელი – ბერტოლაჩი – ბორიელო.

"მილანი”: აბიატი – დე შილო, მექსესი, საპატა, კონსტანტი – ფლამინი, მონტოლივო, მუნტარი – ნიანგი, პაცინი, ელ შაარავი.

ტრავმირებულნი: მატუზალემი, ფლორო ფლორესი, ოლივერა, მანფრედინი, როსი – დე იონგი.

დისკვალიფიცირებული: კუცკა.

მატჩი: "უდინეზე” – "რომა”
 თარიღი: შაბათი, 9 მარტი, 23:45.
 სტადიონი: "ფრიული”
 არბიტრი: მარკო გვიდა
 პირდაპირი რეპორტაჟი: Live.Goal.Ge

მატჩები ამ გუნდებს შორის: 83 შეხვედრა, +21=24-38, 98:149
 "უდინეზეს” მოედანზე: 41 მატჩი, +15=11-15, 52:57
 ბოლო ხუთი შეხვედრა: +2=0-3, 7:9

ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა: "უდინეზე” (მე-9 ადგილი), "რომა” (მე-7 ადგილი).

საინტერესო ფაქტები:

- "უდინზემ” საკუთარ მოედანზე "რომას” წინააღმდეგ ბოლოს ჩატარებული ოთხი შეხვედრიდან, სამში გამარჯვება მოახერხა.

- "მგლებმა” თავიანთი ბოლო სამი შეხვედრა მოიგეს.

- უკანასკნელ გასვლით 13 მატჩში, დედაქალაქელებს არცერთი ბურთი არ გაუშვიათ.

- ანტონიო დი ნატალემ მთელი თავისი კარიერის მანძილზე "რომას” 13-ჯერ შეუგდო.

- "უდინეზეს” წინააღმდეგ ფრანჩესკო ტოტის ანგარიშზე 13 გოლია. 


სავარაუდო შემადგენლობები:

"უდინეზე”: ბრკიჩი – ერტო, დანილო, დომიცი – ბასტა, ბადუ, ალანი, პერეირა, გაბრიელი – მურიელი, დი ნატალე.

"რომა”: სტეკელენბურგი – პირისი, ბურდისო, კასტანი, ტოროსიდისი – დე როსი, ტახციდისი, მარკინიო – ლამელა – ტოტი, ოსვალდო.

ტრავმირებულნი: ბენატია, პინცი, ლაცარი, პასკუალე – მარიკინიოსი, პიანიჩი, დესტრო.

დისკვალიფიცირებულნი: ჰუბერტი, ბრედლი.

მატჩი: "კიევო” – "ნაპოლი”
 თარიღი: კვირა, 10 მარტი, 18:00
 სტადიონი: "მარკ ანტონიო ბენტეგოდი”
 არბიტრი: ჯანლუკა როკი
 პირდაპირი რეპორტაჟი: Live.Goal.Ge

მატჩები ამ გუნდებს შორის: 13 შეხვედრა, +4=1-8, 12:19
 "კიევოს” სტადიონზე: 6 მატჩი, +3=0-3, 7:7
 ბოლო ხუთი შეხვედრა: +3=0-2, 6:3

ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა: "კიევო” (მე-16 ადგილი), "ნაპოლი” (მე-2 ადგილი).

საინტერესო ფაქტები:

- "ნაპოლის” და "კიევოს” სერია ა-ში ფრედ არასდროს უთამაშიათ.

- "ნაპოლიმ” "კივეოს” ბოლო ორ შეხვედრაში მოუგო, ისე რომ საკუთარ კარში გოლი არ მიუღია.

- "კიევომ” იტალიის ჩემპიონატის ბოლო ხუთ ტურში, მხოლოდ ერთი ქულის აღება მოახერხა.

- ნეაპოლიტანელებმა სერია ა-ს ბოლო ოთხი შეხვედრა ფრედ დაასრულეს.

- ედინსონ კავანის უკვე ზედიზედ ხუთი მატჩია გოლი არ გაუტანია. ასეთი რამ, 2011 წლის ოქტომბრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

- მიმდინარე სეზონში, მორგან დე სანკტისმა კარი მშრალად 11-ჯერ შეინახა, რაც მიმდინარე სეზონში ჯერ-ჯერობით რეკორდია.


სავარაუდო შემადგენლობები:

"კიევო”: პუდჟონი – ფრეი, ანდრეოლი, დაინელი, აჩერბი, დრამე – გუანა, რიგონი, ხეტემაი – ტერო, პალოსკი.

"ნაპოლი”: დე სანკტისი – კამპანიარო, როლანდუ, გამბერინი – მაჯო, ბერამი, ინლერი, სუნიგა – ჰამშიკი – პანდევი, კავანი.

ტრავმირებულნი: სარდო – ბრიტოსი.

დისკვალიფიცირებული: კანავარო.

მატჩი: "პალერმო” – "სიენა”
 თარიღი: კვირა, 10 მარტი, 18:00
 სტადიონი: "რენცო ბარბერა”
 არბიტრი: ანდრეა რომეო
 პირდაპირი რეპორტაჟი: Live.Goal.Ge

მატჩები ამ გუნდებს შორის: 21 შეხვედრა, +8=6-7, 28:30
 "პალერმოს” მოედანზე: 10 მატჩი, +6=1-3, 16:13
 ბოლო ხუთი შეხვედრა: +2=2-1, 9:9

ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა: "პალერმო” (მე-20 ადგილი), "სიენა” (მე-18 ადგილი).

საინტერესო ფაქტები:

- სერია ა-ს უკვე ზედიზედ მე-13 შეხვედრაა, რაც სიცილიელები სამი ქულის აღებას ვერ ახერხებენ.

- უკვე ორი ტურია, რაც "სიენას” გოლი არ გაუტანია.

- "სიენა” ზედიზედ ბოლო 11 მატჩში, გამარჯვებული არ ყოფილა.


სავარაუდო შემადგენლობები:

"პალერმო”: სორენტინო – მუნოსი, ფონ ბერგენი, გარსია – ნელსონი, არევალო რიოსი, ფორლინი, დოსენა – ილიჩიჩი – დიბალა, მიკოლი.

"სიენა”: პეგოლო – ტეიშეირა, ტერლიცი, ფელიპე – ანჟელო, ბოლცონი, დელა პოკა, რუბინი – როზინა, სესტუ – ემეგარა.

ტრავმირებულნი: ბარეტო, ერნანდესი, მანტოვანი – ბერგასოლა.

დისკვალიფიცირებულნი: ვიტელო, ტერცი.

მატჩი: "იუვენტუსი” – "კატანია”
 თარიღი: კვირა, 10 მარტი, 18:00
 სტადიონი: "იუვენტუსის” სტადიონი”
 არბიტრი: ანტონიო ჯანოკარო
 პირდაპირი რეპორტაჟი: Live.Goal.Ge

მატჩები ამ გუნდებს შორის: 32 შეხვედრა, +17=10-5, 59:31
 "იუვენტუსის” მოედანზე: 16 მატჩი, +10=4-2, 35:13
 ბოლო ხუთი მატჩი: +3=2-0, 9:4

ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა: "იუვენტუსი” (პირველი ადგილი), "კატანია” (მე-8 ადგილი).

საინტერესო ფაქტები:

- "იუვენტუსმა” "კატანიას” ბოლო 20 შეხვედრაში გოლი გაუტანა.

- იტალიის ჩემპიონატის ბოლო რვა ტურში, "ბებერი ქალბატონი” მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

- ტურინელებმა მიმდინარე სერია ა-ს სეზონში, კარში მშრალად 12 შეხვედრაში შეინახეს, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია.

- "იუვენტუსის” თავდასხმა და დაცვა – იტალიაში დღესდღეობით საუკეთესოა.

- "კატანიამ” თავის ბოლო ექვს მატჩი სამი გამარჯვების მოპოვება შეძლო.

- მირკო ვუჩინიჩს "კატანიას” წინააღმდეგ შვიდჯერ აქვს გატანილი.


სავარაუდო შემადგენლობები: 

"იუვენტუსი”: ბუფონი – ბარცალი, ბონუჩი, კიელინი – ლიხტშტაინერი, პოგბა, პირლო, მარკიზიო, ასამოა – ვუჩინიჩი, ჯოვინკო.

"კატანია”: ანდუხარი – ბელუში, სპოლი, როლინი – ალვარესი, ისკო, ლოდი, ალმირონი, მარკეზე – კასტრო, გომესი.

ტრავმირებულნი: ანელკა, კასერესი, დე ჩელიე, ბენდტნერი, პეპე – კაპუანო, ბარიენტოსი, ბერგესიო.

დისკვალიფიცირრებულნი: ვიდალი – ლეგროტალიე.

მატჩი: "ინტერი” – "ბოლონია”
 თარიღი: კვირა, 10 მარტი, 23:45
 სტადიონი: "ჯუზეპე მეაცა”
 არბიტრი: ჯამპაულო კალვარესე
 პირდაპირი რეპორტაჟი: Live.Goal.Ge

მატჩები ამ გუნდებს შორის: 144 შეხვედრა, +72=32-40, 228:168
 "ინტერის” მოედანზე: 71 მატჩი, +42=19-10, 118:65
 ბოლო ხუთი შეხვედრა: +4=0-1, 13:7

ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა: "ინტერი” (მე-4 ადგილი), "ბოლონია” (მე-11 ადგილი).

საინტერესო ფაქტები:

- "ბოლონიამ” სერია ა-ს ბოლო 15 შეხვედრაში "ნერაძურის” დამარცხება შეძლო.

- "ინტერმა” იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან, მხოლოდ სამი მოიგო და თითო შეხვედრაში ისინი საშუალოდ ორ ბურთს უშვებდნენ.

- "ბოლონიამ”, პირველად მიმდინარე სეზონში, ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო.


სავარაუდო შემადგენლობები:

"ინტერი”: კარისო – ძანეტი, რანოკია, ჟუან ჟეზუსი, პერეირა – კუზმანოვიჩი, გარგანო – სკელოტო, გუარინი, ალვარესი – პალასიო.

"ბოლონია”: კურჩი – გარიჩი, ანტონსონი, კერუბინი, მორლეო – პერესი, ტაიდერი – ხრისტოდუპოპულოსი, დიამანტი, გაბიადინი – ჯილარდინო.

ტრავმირებულნი: სამუელი, ობი, კასტელაცი, სილვესტრე, ნაგატომო, მუდინგაი, მილიტო – ნატალი.

დისკვალიფიცირებულნი: ჰანდანოვიჩი – კონე. 

მატჩი: "ატალანტა” – "პესკარა”
 თარიღი: კვირა, 10 მარტი, 15:30
 სტადიონი: "ატლეტი აძური იტალია”
 არბიტრი: დომენიკო ჩელი
 პირდაპირი რეპორტაჟი: Live.Goal.Ge


სავარაუდო შემადგენლობები:

"ატალანტა”: კონსილი – რაიმონდი, სტენდარდო, ლუკინი, დელ გროსო – ჯორჯი, ჩიგარინი, ბონდინი, ბონავენტურა – ლივაია, დენისი.

"პესკარა”: პელიცოლი – ძანონი, კლორდრუპი, ჩოსიჩი, ბოკეტი – ბლაზი, დაგოსტინო, კაშონე – სკული, ვუკუშიჩი, ვაისი.

ტრავმირებულნი: ბელინი, კაპელი, სკალონი, მარილუნგო – სფორცინი, მოდესტო, კაპუანო, რიცო, კაპრარი, ძაური, ბალცანო.

დისკვალიფიცრებული: კარმონა.

მატჩი: "პარმა” – "ტორინო”
 თარიღი: კვირა, 10 მარტი, 18:00.
 სტადიონი: "ენიო ტარდინი”
 არბიტრი: მაურიციო მარიანი
 პირდაპირი რეპორტაჟი: Live.Goal.Ge


სავარაუდო შემადგენლობები:

"პარმა”: მირანტე – ბენალუანი, პალეტა, ლუკარელი – მარიკიონი, ვალდესი, პაროლო, მესბა – ამაური, ბიაბიანი.

"ტორინო”: ჟიე – დარმიანი, გლიკი, ოგბონა, მაზელო – ბრიგი, გაცი – ბირსა, ბიანკი, ბარეტო, სანტანა.

ტრავმირებულნი: მარიგა, სანტაკროჩე, კოდა – ბაკიჩი, ჟონათანი, კასერესი.

დისკვალიფიცირებულნი: ჩერჩი, დიოპი, მეჯორინი.

მატჩი: "კალიარი” – "სამპდორია”
 თარიღი: კვირა, 10 მარტი, 18:00
 სტადიონი: "ის არენასი”
 არბიტრი: დევიდე მასა
 პირდაპირი რეპორტაჟი: Live.Goal.Ge


სავარაუდო შემადგენლობები:

"კალიარი”: აგაცი – პერიკო, როსეტინი, ასტორი, აველარი – დესენა, ნიანგოლანი, ეკდალი – კოსუ – საუ, იბარბო.

"სამპდორია”: რომერო – როსინი, პალომბო, კოსტა – დე სილვესტრი, პოლი, მარესკა, ობიანგი, ესტიგარიბია – სანსონე, იკადრი.

ტრავმირებულნი: კონტი – გასტალდელო, პოულსენი.

დისკვალიფიცირებულნი: პიზანო – გასტალდელო, კრსტიჩიჩი.
Views: 302



Shadow


content top