infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 2 » შვაინსტაიგერი საუკეთესო ფეხბურთელია

შვაინსტაიგერი საუკეთესო ფეხბურთელია

მიუნხენის "ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, იუპ ჰაინკესი ბასტიან შვაინშტაიგერს აქებს და ამბობს, რომ ის ფასდაუდებელი ფეხბურთელია.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ბავარიულ კლუბში 2002 წლიდან თამაშობს.

"ბასტიანი მშვენიერი ფეხბურთელია. ის დაცვასა და შეტევაზე ბევრს ფიქრობს, ამიტომაა ცოტა გოლს რომ ვუშვებთ. ვფიქრობ, შვაინშტაიგერი და სერხიო ბუსკეტსი მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველები არიან. დღეს, ფეხბურთში, საჭიროა, რომ მოედანზე ჭკვიანურად იმოქმედო და მაყურებელს სანახაობა შესთავაზო. ბასტიანს ეს ყველაფერი შეუძლია, ამიტომ ის უძვირფასესი ფეხბურთელია”, – აცხადებს 67 წლის სპეციალისტი.
Views: 537



Shadow


content top