infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 2 » გიგზი და სქოულზი მწვრთნელები გახდებიან

გიგზი და სქოულზი მწვრთნელები გახდებიან

"მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა იმედი გამოთქვა, რომ ვეტერანი ნახევარმცველები რაიან გიგზი და პოლ სქოულზი პროფესიონალური კარიერის დასრულების შემდეგ კლუბის სტრუქტურაში მუშაობას გააგრძელებენ. ფეხბურთის 71-წლის სპეციალისტი იმედოვნებს, რომ ისინი გუნდს ვარსკვლავთა ახალი თაობის გაზრდაში დაეხმარებიან.

"არ მინდა, მათზე ზეწოლა მოვახდინო, მაგრამ გიგზმა და სქოულზმა ახალგაზრდებთან მუშაობა უნდა დაიწყონ. მთავარ მწვრთნელად კი, ჩემი აზრით, უნდა იმუშაოს ისეთმა პირმა, რომელსაც გარკვეული სამწვრთნელო გამოცდილება ექნება. გიგზსა და სქოულზს აქვთ დრო. დარწმუნებული ვარ, რომ ათი წლის შემდეგ ისინი კვლავ ჩვენთან იქნებიან”, – განაცხადა ფერგიუსონმა.
Views: 664



Shadow


content top