infoBets - სიტი ნასრის ყიდის - 27 February 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 27 » სიტი ნასრის ყიდის

სიტი ნასრის ყიდის

ნასრიშესაძლოა, "მანჩესტერ სიტის” ფრანგმა ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ უახლოეს პერიოდში კლუბი გამოიცვალოს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, "ქალაქელები” მზად არიან, 25 წლის ფეხბურთელს 18 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეელიონ. მანამდე კლუბის მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დაიჩივლა, ნასრის მოტივაციის პრობლემა აქვს, რის გამოც თავის დონეს ვერ აჩვენებსო. ფეხბურთელი ჯამაგირის სახით კვირაში 175 ათას ფუნტს იღებს, ასე რომ მისი გაყიდვით გუნდის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად დაიზოგება.

შეგახსენებთ, ნასრი ლონდონის "არსენალიდან” "მანჩესტერ სიტიში” 2001 წლის აგვისტოს თვეში გადავიდა. მაშინ ლონდონელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ფუნტი მიიღეს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ნასრიმ 18 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.
Views: 165



Shadow


content top