infoBets - არსენალი გამარჯვებისთვის ბოლომბე იბრძოლებს - 20 February 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 20 » არსენალი გამარჯვებისთვის ბოლომბე იბრძოლებს

არსენალი გამარჯვებისთვის ბოლომბე იბრძოლებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნთან” საშინაო არენაზე განცდილი მარცხის (1:3) შემდეგ, ლონდონის "არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა მეტოქის სიძლიერეს ხაზი გაუსვა.

"ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მეტოქემ ჩვენს კართან შექმნილი ყველა მომენტი გამოიყენა. როდესაც ანგარიშში სხვაობა შევამცირეთ, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ გათანაბრებაც შეგვეძლო. მოდით პირდაპირ გეტყვით, მომდევნო ეტაპზე გასვლა ძალზედ რთული იქნება, თუმცა ყველაფრის გამოყენებას ვეცდებით, რაც ჩვენს ხელში იქნება. "არსენალის” ისტორიაში მოიძებნება შემთხვევები, როცა ორბურთიანი სხვაობა შემოგვიტრიალებია”, – ვენგერის სიტყვები კლუბის ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.

"მეთოფეთა” ნახევარმცველმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ჯეკ უილშირმა მატჩის შესახებ კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდთან გააკეთა:

"მწვრთნელს ვერაფერში დავადანაშაულებთ. მან დააყენა შემადგენლობა და აგვიხსნა, თუ როგორ უნდა გვეთამაშა, დანარჩენი ფეხბურთელების საქმეა. ვენგერი "არსენალში” 15 წელია მუშაობს და დროის ამ პერიოდში გუნდისთვის ბევრ რამ გააკეთა.

პასუხისმგებლობა მოთამაშეებმა უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე და შედეგის გამოსწორება ვცადოთ. ამისთვის დრო გვაქვს. შანსი იმისა, რომ მომდევნო ეტაპზე გავალთ, ჯერ კიდევ არსებობს. ამისთვის სამი გოლი უნდა გავიტანოთ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები , რომლებსაც სამი გოლის გატანა შეუძლიათ. დავიცადოთ და ვნახოთ, რა მოხდება მეორე მატჩში”.
 შეგახსენებთ, რომ განმეორებით მატჩს "ალიანს არენა” 13 მარტს უმასპინძლებს.


Views: 229



Shadow


content top