infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 17 » ვენგერი: „სეზონი ჯერ არ დამთავრებულა“

ვენგერი: „სეზონი ჯერ არ დამთავრებულა“

ინგლისის თასიდან გამოვარდნამ, „მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი ძალიან გაანაწყენა, მაგრამ ის არა აპირებს ამ ამბავზე ჩაციკვლას.
ვენგერი

„ბელქბერნთან"  მატჩის განმავლობაში „არსენალი" დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო გოლის გატანა. ხოლო მეტოქის ერთ-ერთ იშვიათ შეტევას კაზიმ-რიჩარდსის გამარჯვების გოლი მოჰყვა, რამაც ლონდონელები ტურნირიდან გამოთიშა.

„ვერ ამიხსნია, როგორ შევძელით და წავაგეთ, როცა ბურთს ჩვენ ვფლობდით და მოწინააღმდეგემ სულ ერთხელ დაარტყა კარისკენ. მაგრამ ისინი თავს კარგად იცავდნენ და ასეთ მატჩში, შეიძლება წააგო, თუ დაცვაში შეცდომას დაუშვებ, რაც „არსენალმა" მოახერხა. სეზონი ჯერ არ დამთავრებულა. შესაძლოა თქვენთვის ასეა, მაგრამ არა ჩემთვის. ჩვენ ურთულესი შეხვედრა გველის სამშაბათს და უნდა ვაჩვენოთ ჩვენი პასუხისმგებლობა, გუნდის მიმართ"
Views: 760



Shadow


content top