infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 14 » "მანჩესტერ სიტი" კავანისა და ვანიამას ტრანსფერებისთვის 60 მილიონს გამოყოფს

"მანჩესტერ სიტი" კავანისა და ვანიამას ტრანსფერებისთვის 60 მილიონს გამოყოფს

ედინსონ კავანი და "სელტიკის" ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ ვანიამა ზაფხულში შესაძლოა მანჩესტერელების რიგებში ვიხილოთ.

საკადრო რევოლუციაზე, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ "მანჩესტერ სიტისგან" ელოდებიან, პრესაში უკვე დიდი ხანია, რაც საუბრობენ. გარდა ამისა, სახელდება კონკრეტული ფეხბურთელების სახელები, რომელთა ტრანსფერის განსახორციელებლად კლუბის დირექტორი ჩიკი ბერგისტაინი თავად იმუშავებს.

უკვე ცნობილია, რომ მანიკუნიანელებს ზაფხულში სურთ რამოდენიმე მოთამაშეს შეელიონ, როგორც მინიმუმ, ოთხ ფეხბურთელს. ამავდროულად, არაბი შეიხების კლუბი რამოდენიმე მსოფლიო დონის ვარსკვლავის გადაბირებასაც შეეცდება, რათა მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგის ჩემპიონობის მოსაპოვებლად კვლავ იბრძოლოს და ევროპულ არენაზე თავი წარმატებით წარმოაჩინოს.

როგორც ადრე იყო ცნობილი, "მან სიტის" მთავარ სატრანსფერო სამიზნედ "ნაპოლის" მთავარი ლიდერი და ბომბარდირი ედინსონ კავანი რჩება. ურუგვაელის გამოსასყიდი თანხა 52 მილიონ ევროს შეადგენს - თანხას, რომლის გადახდაც მის სანაცვლოდ ჯერჯერობით არცერთ კლუბს არ უსურვია. მიუხედავად ამისა, "სიტი" მზადაა მითითებული თანხა ნეაპოლელებს გადაუხადოს. გარდა ამისა, კიდევ 10 მილიონს მანჩესტერელები გლაზგოს "სელტიკის" ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერის ვიქტორ ვანიამას შესაძენად გამოყოფს.
Views: 580



Shadow


content top