infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 13 » ფერგიუსონი დღევანდელ შეხვედრაში გოლებს გვპირდება

ფერგიუსონი დღევანდელ შეხვედრაში გოლებს გვპირდება

დღეს,სან ტიაგო ბერნაბეუზე ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე გამორჩეული მატჩი შედგება.ერთმანეთს ევროპული ფეხბურთის გრანდები დაუპირისპირდებიან.

მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდარულმა მწვრთნელმა.სერ ალექს ფერგიუსონის აზრით,დღეს მადრიდში გულშემატკივრები გოლებს იხილავენ.შოტლანდიელის განცხადებით,მის გუნდს ძალუძს მეტოქე გუნდში ,,ქაოსის შექმნა”.

"დღევანდელი მატჩი 0 – 0 არ დამთავრდება.გოლები აუცილებლად იქნება.ჩვენ საკუთარი სტილის ერთგულები უნდა დავრჩეთ.მიზანი გამარჯვება და გოლის გატანაა,რასაც მეტოქე გუნდში ქაოსის წარმოქმნა შეუძლია.შესაძლოა,მატჩის ბოლო წუთები დრამატული აღმოჩნდეს,თუმცა ჩემმა შეგირდებმა ეს ყველაფერი პასუხისმგებლობით უნდა დააბალანსონ.”-განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა.
Views: 655



Shadow


content top