infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 8 » ხესუს ნავასი: “სევილია” “რეალის” წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს”

ხესუს ნავასი: “სევილია” “რეალის” წინააღმდეგ ბოლომდე იბრძოლებს”

"სევილიას” 27 წლის ნახევარმცველი, ხესუს ნავასი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც გუნდში სამუშაოდ უნაი ემერი მივიდა, სევილიელთა სათამაშო სტილი შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 10 თებერვალს, "სევილია” მადრიდში, "რეალს” ესტუმრება.

"ჩვეულებრივ, "რეალსა” და "სევილიას” შორის გამართულ მატჩებში ბევრი გოლი გადის, რის გამოც, მაყურებლები ჩვენი გუნდების თამაშებს დიდი სიამოვნებით უყურებენ. "რეალის” წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო მატჩში გავიმარჯვეთ, ამიტომ თვითდაჯერებულები ვართ. ძალიან ყურადღებით უნდა ვითამაშოთ, "სევილია” მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს”, – განაცხადა ესპანეთის ნაკრების მოთამაშემ.

ნავასმა კომენტარი "სევილიას” მწვრთნელზე, უნაი ემერზეც გააკეთა.

"უნაი ემერის მოსვლის შემდეგ, სტილი შევიცვალეთ. ყველა მეტოქესთან კარგად ვთამაშობთ. გუნდი ბევრს მუშაობს. უმეტეს შემთხვევებში, ჩვენს მეტოქეებზე უკეთ ვთამაშობთ.”
Views: 693



Shadow


content top