infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 8 » ”ნიუკასლმა” ევროპის ლიგის განაცხადში კიდევ 3 მოთამაშე შეიყვანა

”ნიუკასლმა” ევროპის ლიგის განაცხადში კიდევ 3 მოთამაშე შეიყვანა

”ნიუკასლის” მთავარმა მწვრთვნელმა ალან პარდიუმ სამი მოთამაშე აირჩია, რომელიც მასევროპის ლიგის ფლეი-ოფში დაეხმარება.

ზამთარს ”ნიუკასლი” სერიოზულად გაძლიერდა (კლუბმა მატიე დებუში, მაპუ იანგა-მბივა, იოან გუფრანი, მასადიო აიდარა, მუსა სისოკო და კევინ მბაბუ შეიძინა), თუმცა ევროპის ლიგის განაცხადში ფლეი-ოფისთვის მხოლოდ 3 მოთამაშის დამატება შეიძლება.

საბოლოოდ ამის გამო ალან პარდიუმ თავისი არჩევანი მუსა სისოკოს, მაპუ იანგა-მბივას და მასადიო აიდარას სასარგებლოდ გააკეთა. ეს მოთამაშეები შეძლებენ ”ნიუკასლის” მაისურით ევროპის ლიგაზეც თამაშს.

აქვე გეტყვით, რომ ევროპის ლიგს 1/8 ფინალში ”ნიუკასლი” ხარკოვის ”მეტალისტს” შეხვდება.
Views: 694



Shadow


content top