infoBets - აბატე: “ფრე ლოგიკური შედეგი იყო” - 7 February 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » February » 7 » აბატე: “ფრე ლოგიკური შედეგი იყო”

აბატე: “ფრე ლოგიკური შედეგი იყო”

"მილანისა” და იტალიის ნაკრების მარჯვენა მცველი, იგნასიო აბატე აცხადებს, რომ მისმა გუნდმა ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ფრე დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიისა და იტალიის ნაკრებებს შორის შეხვედრა ფრედ, 1–1 დასრულდა, იტალიელებმა ანგარიშის გათანაბრება მატჩის დამატებულ წუთებზე მოახერხეს.

"ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ. მართალია, შეცდომები დავუშვით, თუმცა წაგება არ დაგვიმსახურებია. ტაქტიკური სირთულეები? ჩვენს გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები გამოდიან, მაგრამ ასეთ ტემპში თამაში მომავალში გაგვიჭირდება”, – განაცხადა 26 წლის ფეხბურთელმა.

იტალიის ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს ბრაზილიის ნაკრებთან გამართავს. აბატე ამბობს, რომ გულშემატკივრებს მშვენიერი მატჩის ხილვა მოუწევთ.

"ძალიან ძლიერ გუნდთან მოგვიწევს შეხვედრა და ვფიქრობ, მშვენიერი მატჩის მომსწრენი გავხდებით.”
Views: 489



Shadow


content top