infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 17 » ბარსელონამ რუნის დაუმიზნა

ბარსელონამ რუნის დაუმიზნა

ემიუს ვარსკვლავი შესაძლოა ლიონელ მესის პარტნიორი გახდეს.
როგორც El Mundo Deportivo იტყობინება, "ბარსელონა” "მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდის უეინ რუნის გადაბირებითაა დაინტერესებული. იტყობინებიან, რომ "ბარსას” მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა იმედგაცრუებულია იმით, თუ როგორ თამაშობს მისი გუნდი ლიონელ მესის გარეშე. სწორედ ამიტომ, ზაფხულში კატალონიელებს, როგორც ჩანს, სერიოზული საკადრო ცვლილებები ელოდებათ. 

"ბარსაში” გადაბარგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად უეინ რუნი მოიაზრება, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ლიონელ მესით აღფრთოვანებულია. კატალონიაში გადაბარგების სხვა ვარიანტებად "ბაიერნისა” და "დორტმუნდის” ფორვარდები მარიო გომესი და რობერტ ლევანდოვსკი განიხილებიან. შეგახსენებთ, პრესაში ხშირად ვრცელდება ჭორები იმის შესახებ, რომ რუნით "პარი სენ ჟერმენია” დაინტერესებული, თუმცა თავად პარიზელებმა ეს ინფორმაცია უარყვეს.

ასევე იტყობინებიან, რომ "ბლაგურანაში” რუნის მისვლა ნეიმარის ტრანსფერზე გავლენას არ იქონიებს. ამავდროულად, დავიდ ვილიასა და ალექსის სანჩესის შესაძლო ტრანსფერების გათვალისწინებით, გუნდი შეტევის ხაზში მნიშვნელოვან ცვლილებებს უნდა ელოდოს.
Views: 699



Shadow


content top