infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 16 » რუნის ემიუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

რუნის ემიუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი უეინ რუნი კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს.
რუნის გადაბირებით პარი სენ ჟერმენია დაინტერესებული, თუმცა თავად ფეხბურთელი მანჩესტერის დატოვებას არ აპირებს. სწორედ ამიტომ, უეინის მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან "ემიუს” მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ ფეხბურთელის თამაშით უკმაყოფილოა. გარდა ამისა, პრესაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება მადრიდის "ატლეტიკოს” კოლუმბიელი ფორვარდის რადამელ ფალკაოს "წითელი ეშმაკუნების” შემადგენლობაში შესაძლო გადაბარგებასთან დაკავშირებით.

რუნის "ემიუსთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2015-წელს ეწურება, ხოლო მისი ყოველკვირეული ანაზღაურება 250 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
Views: 643



Shadow


content top