infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 14 » პსჟ ნანის იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად განიხილავს

პსჟ ნანის იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად განიხილავს

nani
პარიზულმა კლუბმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიზნების დასახვა, უკვე დაიწყო.

Le Parisien-ის თანახმად, "ბარსელონას” წინააღმდეგ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ, "პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელებმა, გუნდის გაძლიერებაზე დაიწყეს ფიქრი.

არსებული ინფორმაციით, კარლო ანჩელოტი ლუიშ ნანის ტრანსფერითაა დაინტერესებული, რომელიც ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედს”, დიდად არ სჭირდება. თუმცა, ეს მოთამაშე, "პსჟ”-ს გაძლიერებაში სერიოზულად დაეხმარებოდა. გარდა ამისა, პორტუგალიელს კლუბთან მიმდინარე კონტრაქტი, 2014 წლის ზაფხულში ეწურება, ასე რომ, ტრანსფერი ძვირი არ უნდა დაჯდეს.

ფრანგებმა აგრეთვე უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა სამუშაო ადგილის შეცვლაზე დაიწყოს ფიქრი. ამიტომაც, შვედის შესაძლო შემცვლელის ძებნას, ანჩელოტი უკვე შეუდგა. ნანის გარდა, პარიზელები ასევე უეინ რუნის, რადამელ ფალკაოსა და ედინსონ კავანის შეძენის ვარიანტებსაც განიხილავენ.
Views: 1002



Shadow


content top