infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 13 » ჰაინკესი: გიგანტების ბრძოლა იქნება

ჰაინკესი: გიგანტების ბრძოლა იქნება

hainkesi
მიუნჰენის ბაიერნის გამოცდილმა თავკაცმა, იუპ ჰაინკესმა, თავისი მოსაზრება გაგვიზიარა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის ლიდერს ნახევარფინალში კატალონიის "ბარსელონა” შეხვდება, რომელსაც ადრე პეპ გუარდიოლა წვრთნიდა. ალბათ იცით, რომ მომავალ სეზონში მიუნჰენურ კლუბს სწორედ პეპი ჩაიბარებს.

"დავურეკავ თუ არა გუარდიოლას? კეთილი ინებეთ და ჩემი სამუშაო დააფასეთ. მე არასდროს მისაუბრია რომელიმე მწვრთნელთან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვითამაშო ამა თუ იმ გუნდთან. ეს არ მჭირდება.” – განაცხადა იუპმა AS-თან ინტერვიუში.

"ამ დილით ცოლს ვუთხარი, რომ 100%-ით ბარსელონას შევხვდებოდით. ეს გიგანტების ბრძოლა იქნება. "ბარსელონა” ევროპულ ფეხბურთში დომინირებს, ეს დამატებითი მოტივაცია იქნება ჩვენთვის, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ "ბაიერნთან” შეხვედრაც არავის სურდა.”

"კარგად ვიცით ესპანური ფეხბურთი, მათ შორის "ბარსელონაც”. "ბარსა” – ეს უფრო მეტია, ვიდრე მესი. იქ თამაშობენ ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, ვილია, ფაბრეგასი… ბრწყინვალე დაპირისპირება იქნება.”
Views: 639



Shadow


content top