infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 9 » ბობანი: კავანი 63 მილიონი არ ღირს

ბობანი: კავანი 63 მილიონი არ ღირს

boban
მილანის” ყოფილი ფეხბურთელი თვლის, რომ "ნაპოლის” მოთხოვნები ედინსონ კავანის ტრანსფერთან დაკავშირებით, ძალიან გაზვიადებულია.

"კავანი – დიდი ფეხბურთელია. თუმცა არ მჯერა, რომ იგი სატრანსფერო ბაზარზე 63 მილიონი ევრო ღირს. ეს მხოლოდ ჩემი აზრია. შესაძლოა, იგი ამ ციფრების დაახლოებით ნახევარი ღირს”, – აცხადებს ბობანი Sky Italia-სთან.

ურუგვაელით "მანჩესტერ სიტი” ინტერესდება, თუმცა "ნაპოლის” პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს ფეხბურთელის გაშვება მის კონტრაქტში მოცემულ თანხაზე ნაკლებ ფასად არ სურს.

"რაც შეეხება "იუვენტუსს” – ვფიქრობ, მას "ბაიერნის” ბარიერის გადალახვის ძალიან მცირე შანსი აქვს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ვცდები. "ბაიერნმა” აჩვენა, რომ აშკარად ძლიერია, და მისი დამარცხება ადვილი არაა”.
Views: 870



Shadow


content top