infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 9 » ერიკის მოედანზე დაბრუნება – სასწაულია

ერიკის მოედანზე დაბრუნება – სასწაულია

abidali
ექიმები ძალიან გაკვირვებულნი დარჩნენ იმით, რომ ფრანგმა მცველმა კარიერის განახლება მოახერხა.

ხუან კარლოს გარსია-ვალდეკასასი, ერთ-ერთი იმ ექიმთაგანი, რომლებმაც ერიკ აბიდალს გასულ წელს ოპერაცია ჩაუტარეს, ძალიან გაკვირვებული იყო იმით, რომ ფრანგმა, რომელმაც ღვიძლი გადაინერგა, დიდ ფეხბურთში დაბრუნება შეძლო.

"აბიდალის დაბრუნება – ნამდვილი სასწაულია. როდესაც ჩვენ მას ოპერაცია ჩავუტარეთ, მის გადარჩენას ვცდილობით, და არცერთი ჩვენთაგანი არ ფიქრობდა იმას, რომ ერიკი ფეხბურთში დაბრუნებას ეცდებოდა. შეძლებს თუ არა იგი კიდევ ორი წელიწადი თამაშს? შესაძლებელია, კი. ვფიქრობ, თუ მისი ორგანიზმი თავს ნორმალურად იგრძნობს, აბიდალი ფეხბურთს კიდევ რამოდენიმე წელიწადი ითამაშებს”, – განაცხადა გარსია-ვალდეკასასმა.

შეგახსენებთ, რომ აბიდალი პრიმერა დივიზიონის ეგიდით, რამოდენიმე დღის წინ "მალიორკას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში, 402 დღის შემდეგ, მოედანზე კიდევ ერთხელ ვიხილეთ.
Views: 707



Shadow


content top