infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » April » 8 » ვენგერი: მეტოქემ ბოლო წამამდე იბრძოლა

ვენგერი: მეტოქემ ბოლო წამამდე იბრძოლა

vengeri
ლონდონის "არსენალის” მთავარი მწვრთნელი, საკუთარი გუნდის გამარჯვებით კმაყოფილია (2:1).

"ეს იყო რთული მატჩი, ძლიერი მოწინააღმდეგის პირისპირ. "ვესტ ბრომვიჩი” ბოლო წამამდე იბრძოდა, მაგრამ ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ. ჩვენმა გუნდმა უმაღლესი კლასის შემსრულებლების წყალობით გაიმარჯვა.”-აცხადებს არსენ ვენგერი.

"მოვიპოვეთ ძალზე მნიშვნელოვანი სამი ქულა, თუმცა გაჩერებას არ ვაპირებთ, რადგან სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.”

"როსიცკი? თომასი "მეთოფეთა” ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოთამაშედ კვლავ რჩება. გუშინ მან შესანიშნავად ითამაშა. სამწუხაროდ, ჩეხი დიდი ხნის განმავლობაში ტრავმირებული იყო. თუმცა, როდესაც იგი ჯანსაღად არის, გუნდისთვის სარგებელი მოაქვს. იმედია როსიცკი ჩვენთან დარჩება, როგორც მინიმუმ, წლის ბოლომდე.”-დაასრულა ფრანგმა სპეციალისტმა.
Views: 610



Shadow


content top