infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 31 » “ლივერპული” ხაბი ალონსოსათვის 12 მილიონ ფუნტს ამზადებს

“ლივერპული” ხაბი ალონსოსათვის 12 მილიონ ფუნტს ამზადებს

xavi alonso
"წითლებს” ესპანელი ნახევარმცველის დაბრუნება სურთ.

ესპანური გამოცემის AS-ის ინფორმაციით, უახლოეს ზაფხულში "ლივერპული” ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა "რეალისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ხაბი ალონსო გადაიბიროს.

"სანტიაგო ბერნაბეუზე” ფეხბურთელის პერსპექტივები ჯერჯერობით გაურკვეველია – მას "ბლანკოსთან” მოქმედი კონტრაქტი 2014-წლის ზაფხულში ეწურება, და მომდევნო სეზონის შუა ნაწილში ნებისმიერ კლუბს შეეძლება ალონსოსთან მოლაპარაკებები წამოიწყოს. თუ, რა თქმა უნდა, ხაბი "სამეფო კლუბთან” ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს.

იტყობინებიან, რომ "ლივერპული” მზადაა ალონსოს სანაცვლოდ დაახლოებით 12 მილიონი ფუნტი (14,5 მილიონი ევრო) გადაიხადოს. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, თავად ფეხბურთელი, კარიერის გაგრძელების ასეთი ვარიანტით დაინტერესებული არაა, და "რეალში” დარჩენა სურს.
Views: 561



Shadow


content top