infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 30 » თუ რეალს გავცდით, ლიგის მოგებას შევძლებთ

თუ რეალს გავცდით, ლიგის მოგებას შევძლებთ

ბურაქ ილმაზი
თურქული "გალათასარაის” თავდამსხმელი ბურაქ ილმაზი მიიჩნევს, რომ თუ მისმა გუნდმა მადრიდის "რეალის” დამარცხება მოახერხა, ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვისაც იბრძოლებს.

"დარწმუნებული ვარ, თუ "რეალს” დავამარცხებთ, რაც ძალიან ძნელი იქნება, ბოლომდე გასვლას და ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოვახერხებთ.

ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს და საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა. წარმატების მიღწევა გვსურს, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ ამისთვის თავდაუზოგავად მუშაობაა საჭირო.” – აცხადებს ჩემპიონთა ლიგის 8 თამაშში 8 გოლის გამტანი ბურაქ ილმაზი.
Views: 630



Shadow


content top