infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 30 » სიტის კვლავ შეუძლია ემიუს დაეწიოს

სიტის კვლავ შეუძლია ემიუს დაეწიოს

ხავი გარსია
"ქალაქელთა” ნახევარმცველს, გუნდის მთავარი მწვრთნელისგან განსხვავებით, ინგლისის პრემიერლიგის მოგების კვლავ სჯერა.

"ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ "ემიუ” ძალზე რთული მეტოქეა. თუმცა, ის შეუჩერებელი არ არის. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ "მანჩესტერ სიტი” ვართ და ბოლო მატჩამდე უნდა ვიბრძოლოთ.”-აცხადებს ხავი გარსია.

"დარჩენილია კიდევ ცხრა ჩასატარებელი შეხვედრა, საიდანაც 27 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი. ჩვენ ამ ყველა თამაშის მოგება გვმართებს, რათა "იუნაიტედს” მოდუნების საშუალება არ მივცეთ.”

"გარდა ამისა, გვაქვს FA თასის მოგების შანსი. ეს ტიტული, აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის.”-განაცხადა ესპანელმა, კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან მიცემულ ინტერვიუში.
Views: 599



Shadow


content top