infoBets - სუარესი ლივერპულს არ დატოვებს - 30 March 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 30 » სუარესი ლივერპულს არ დატოვებს

სუარესი ლივერპულს არ დატოვებს

სუარესი
ჭორები "წითლების” ურუგვაელ თავდამსხმელს კვლავ სხვა კლუბში გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ.

თუმცა "ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი ირწმუნება იმაში, რომ ლუისი "ენფილდზე” რჩება.

"არ ვიცი, სადაა სიმართლე იმაში, რასაც პრესა სუარესზე წერს. როგორც პირადად ჩემთვისაა ცნობილი, ლუისს "ლივერპულში” ყველაფერი აკმაყოფილებს, და იგი ჩვენი კლუბის დატოვებას არ აპირებს”.

"მესმის, რომ ისეთი დონის ფეხბურთელი, როგორიც სუარესია, ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნება. დარწმუნებული ვარ, მისი ხილვა საკუთარი გუნდის რიგებში ევროპული ფეხბურთის ძალიან ბევრ გრანდს სურს. თუმცა ლუისი "ლივერპულის” ფეხბურთელია, და კიდევ დიდი ხნის განმავლობაში დაიცავს ამ კლუბის ღირსებას”, – განაცხადა როჯერსმა.
Views: 234



Shadow


content top