infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 27 » მანჩინიმ საინტერესო წინადადება მიიღო

მანჩინიმ საინტერესო წინადადება მიიღო

მანჩინისაფრანგეთის ლიგა 2-ში გაბატონებული "მონაკო” შესაძლოა "მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ჩაიბაროს.

ინფორმაცია ამის შესახებ, La Gazzetta dello Sport-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ გაავრცელა.

ჟურნალისტი, რომელიც ასევე CNN-ის იტალიელი კორესპონდენტია, იმ თანხის ოდენობასაც აქვეყნებს, რასაც ფრანგები მანჩინის გამოუყოფენ. "მონაკოს” ხელმძღვანელობა მზადაა, იტალიელ სპეციალისტს წელიწადში რვა მილიონი ევრო ანაზღაურების სახით გადასცეს. პლუს ამას, რობერტო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სოლიდური თანხით ივაჭრებს.

იმ ფაქტს, რომ "მონაკო” მომავალ სეზონში პირველ ლიგაში დაბრუნდება, წყალი არ გაუვა. გამომდინარე იქიდან, რომ გუნდი ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.
Views: 591



Shadow


content top