infoBets - დამიაო კავანის შეცვლის - 27 March 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 27 » დამიაო კავანის შეცვლის

დამიაო კავანის შეცვლის

დამიაო
"ნაპოლის” ხელმძღვანელობა "ინტერნასიონალის” ფორვარდის ლეანდრო დამიაოს შეძენით დაინტერესდა.

ნეაპოლური კლუბი 23-წლის ფეხბურთელს გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფორვარდის ედინსონ კავანის შემცვლელად განიხილავს, რომელმაც ზაფხულში შესაძლოა კლუბი შეიცვალოს.

იტყობინებიან, რომ დამიაომ "ნაპოლიში” გადაბარგებაზე წინასწარი თანხმობა უკვე განაცხადა. "ინტერნასიონალის” ფეხბურთელის ეს ტრანსფერი დაახლოებით 22-25 მილიონ ევროდ ფასდება.

შეგახსენებთ, რომ იანვრის თვეში დამიაო "ტოტენჰემში” გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა გარიგება საბოლოო მომენტში ჩაიშალა.

ბრაზილიური კლუბის მაისურით დამიაომ 171 მატჩი ჩაატარა და 75 გოლი გაიტანა.
Views: 193



Shadow


content top