infoBets - ბენზემა გააკრიტიკეს - 24 March 2013
infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 24 » ბენზემა გააკრიტიკეს

ბენზემა გააკრიტიკეს

benzemaსაფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავკაცმა რაიომონდ დომენეკმა მადრიდს ”რეალის”  თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა საქართველოსთან გუშინდელი მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.

”მე ამას აქამდეც ვამბოდი და ახლაც ვიტყვი – ქარიმ ბენზემა მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ იგი გუნდს მომავალში ვერაფერში გამოადგება. რაც შეეხება ფრანკ რიბერის, იგი კვლავ არასტაბილურ თამაშს აჩვენებს”, – დაწერა დომენეკმა თავისი ტვიტერის გვერდზე.

ოლივიე ჟირუს კი საპირისპირო აზრი აქვს და ნაკრებში თავის პარტნიორზე მან შემდეგი განცხადება გააკეთა:

”ქარიმმა კარგად ითამაშა და მეტოქის კართან ბევრ სახიფათო მომენტს ქმნიდა. ჩვენ არც თუ ისე ცუდად ვართ შეთამაშებულნი. ბენზემას ჩემთან არანაირი პრობლემა აქვს”
Views: 251



Shadow


content top