infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 21 » კრიშტიანუ თუ ბრაზილიელი რონალდო

კრიშტიანუ თუ ბრაზილიელი რონალდო

კრიშტიანუ, რონალდო
სოციალურ ქსელებში ძალიან მოხშირდა ამ ტიპის შედარებები და მინდა ყველას მოგცეთ საშუალება ამ საიტის საშუალებით დააფიქსიროთ საკუთარი აზრი. კრიშტიანუ რონალდუს, რომ ლიონელ მესის ძალიან ხშირად ადარებენ  ყველასათვის გასაგებია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ მისი ბრაზილიელ რონალდოსთან შედარება რამდენად მართებულია შევეცდები ამ სტატიაში განვიხილო და შესაბამისად საკუთარი აზრის დაფიქსირების საშუალებაც ყველას მოგცეთ.

კრიშტიანუ რონალდუსა და რონალდოს შორის განსხვავება წესით ყველასათვის თვალსაჩინო უნდა იყოს და მათი შედარებისგანაც თავის შეკავება არ უნდა გვიჭირდეს, თუმცა კრიშტიანუმანიამ როგორც ჩანს ამ შედარების საშუალება მისცა უამრავ ახალგაზრდას, რომლებიც ალბათ ბრაზილიელ რონალდოზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ და მხოლოდ ის იციან, რომ მექალთანე და მსუქანა გახლდათ ბრაზილიელი ფენომენი. ეს ასაკობრივია მესმის, ბევრი აფასებს იმას რასაც ხედავს და მისთვის არის კარგად ცნობილი, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანს უყვარდეს ფეხბურთი და არაფერი იცოდეს ბრაზილიელ ფენომენზე? სხვადასხვა საიტებზე რონალდოს ვიდეოების ნახვით მაინც მიიღონ ინფორმაცია ბრაზილიელ გენიოსზე და მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადონ, რომ მასზე გაცილებით ძლიერია მისი პორტუგალიელი "სეხნია”.

ვინ არის ბრაზილიელი რონალდო და საერთოდ რას წარმოადგენს ის ფეხბურთის ისტორიაში? ამ კითხვას მხოლოდ იმიტომ ვხდი აქტუალურს, რომ ვიცი ამ საიტზე ძალიან ბევრი არასრულწლოვანია დარეგისტრირებული და შესაბამისად ნაკლებად ფლობენ ინფორმაციას ბრაზილიელ ვარსკვლავზე.  მინდა ყველას ერთი რამ გარკვევით გითხრათ, ბრაზილიელ რონალდოსა და პორტუგალიელ რონალდუს მხოლოდ ის აქვთ საერთო ერთმანეთთან, რომ ორივეს ერთნაირი თანმიმდევრობით ეწერა უკან მაისურზე RONALDO სხვა არაფერი, აბსოლუტურად არაფერი. ისინი განსხვავებული ტიპის ფეხბუთელები იყვნენ, თუმცა ორივე უდიდესი დონის ფეხბურთელები არიან ამაზე საუბარიც კი არ ღირს, თუმცა სადაც რონალდოა იქ კრიშტიანუ ვერ იქნება პირველი მარტივი მიზეზის გამო, ის რაც ბრაზილიელმა რონალდომ ფეხბურთის ისტორიას შესთავაზა უბრალოდ გენიალურია და განმეორებას არ ექვემდებარება.

20 წლის ასაკში გახდა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, მიიღო უმძიმესი ტრამვა, ფეხბურთს დაუბრუნდა 2 წლიანი პაუზის შემდეგ  და ფაქტიურად პირადად გადაწყვიტა 2002 წლისგამარჯვებულის  ვინაობა მსოფლიოს ჩემპიონატზე. გახდა საუკეთესო ბომბარდირი 8 გატანილი გოლით და ტურნირის მთავარი შემოქმედი გახდა. 1930 წლიდან ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელიც სწორედ ბრაზილიელი ფენომენი  გახლავთ, თვით პელეზე,მარადონაზე,კრუიფზე,დი სტეფანოზე და გარინჩაზე აღმატებულია მსოფლიო აღიარებით მუნდიალების ისტორიაში და თქვენ გინდათ, რომ კრიშტიანუ მასზე  აღმატებულად გამოიყვანოთ??? ვერ დაგეთანხმებით პატივცემულებო, თქვენს აზრს პატივს ვცემ, მაგრამ არ დაგეთანხმებით არასოდეს, 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი, 1998 წლის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი და ვიცე-ჩემპიონი უბრალოდ კრიშტიანუ რონალდუზე 2-ჯერ აღმატებულია და მას რონალდუს შედარებითაც არ შევადარებ. ალბათ ამ სტატიიდან დაასკვნის ბევრი, რომ ბარსას ფანი ვარ და არ მომწონს კრიშტიანუ რონალდუ, მაგრამ მწარედ შეცდება, ბრაზილიელი რონალდოს შემდეგ სწორედ მისი თამაშით ვარ მოხიბლული ყველაზე მეტად და მის პერსონალურ ფანობასაც არ ვთაკილობ, მაგრამ არის რეალობა რასაც ვერავინ გაექცევა და ამ კონკრეტულ მომენტში ამ რეალობას ფენომენი რონალდოს გრანდიოზული კარიერა წარმოადგენს. არგუმენტის მოყვანაც კი არ უნდა გახდეს საჭირო მათი შედარების დროს, არავინ არ უნდა ვახსენოთ კრიშტიანუს მიღწევები ბრაზილიელიელ რონალდოს მიღწევებთან და თუ ვახსენებთ,  მაშინვე უნდა გავიხსენოთ კიჭას უმძიმესი ტრამვები და ის რეალობა, რომელიც მის საფეხბურთო ცხოვრებას მუდმივად თან ახლდა.

უკვე გამოკითხვები ტარდება ვინ არის რეალის საუკეთესო ფეხბურთელი და მასში საუკეთესოობას არავის უთმობს კრიშტიანუ რონალდუ. გასაგებია და არც გამიკვირდებოდა პორტუგალიელის ეს აღიარება, მაგრამ როდესაც ეს აღიარება რეალის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელობასთანაც ასოცირდება  უკვე აღარ მომწონს, დი სტეფანოს, რაულის და პუშკაშის მიღწევებს ასე ადვილად ქარს, რომ ატანენ მადრიდელი ფანები. კრიშტიანუს შეეძლო მანჩესტერში გამხდარიყო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ რეალში იგივეს გაკეთება მისთვის შეუძლებელი მგონია, რადგან დი სტეფანოს და რაულის მიღწევებს ის ვერასოდეს გაიმეორებს მგონია. შეიძლება ვცდები, მაგრამ პირადი აზრის დაფიქსირების საშუალებას ეს საიტი და ეს სტატიაც ნამდვილად მაძლევს. ნუ იცით გაფანატება ასე ძალიან იმ ფეხბურთელების, რომლებსაც მუდმივად ვაკვირდებით და მათ თამაშებს არ ვტოვებთ ხოლმე უყურადღებოდ, რადგან მათზე არანაკლებ ძლიერი ფეხბურთელებიც ყოფილან, რომელთა თამაშის ხილვის საშუალება უბრალოდ ასაკიდან გამომდინარე არ გვქონდა. 1960 წლის ფეხბურთის მოყვარულს პელე მოსწონს, 1980 წლიდან უკვე მარადონაზე ლაპარაკობს ყველა, მომდევნო ოცწლეულში ზიდანზე და რონალდოზე აფანატებენ და თანამედროვე ფეხბურთში კი  ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შორის ხდება არჩევანის გაკეთება. ეს ასეა და ასე გაგრძელდება კონკრეტული დროის კონკრეტულად გამორჩეული ფეხბურთელების მიხედვით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვთქვათ ზედაპირულად რონალდუ ჯობია რონალდოს და ასე შემდეგ.

ვფიქრობ ჩემი სათქმელი  ვთქვი, მისი გაგება კი თქვენთვის მომინდვია, ყოველი თქვენთაგანის აზრს პატივისცემით მოვეკიდები, მაგრამ იმედია ასევე პატივისცემას დაიმსახურებს ჩემი პირადი მოსაზრებაც ამ თემასთან დაკავშირებით და არ გაგიჩნდებათ უაზრო კომენტარების დაწერის სურვილი.

ჩემს სტატიას კი ბრაზილიელი ფენომენის სიტყვების გადმოცემით დავასრულებს, სადაც მან აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი იქნება მაგარი რონალდოები ფეხბურთში მით უკეთესი ფეხბურთისათვის. მეც ასე მიმაჩნია და მახარებს ის ფაქტი, რომ სხვა ფეხბურთელი მაისურზე წარწერით RONALDO დღესაც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.
Views: 1008



Shadow


content top