infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 21 » იოზილის გამოსვლები სტაბილური გახდა

იოზილის გამოსვლები სტაბილური გახდა

იოზილი
"რეალის” ნახევარმცველი მესუთ იოზილი აცხადებს, რომ, "თეთრების” შემადგენლობაში ასპარეზობით, იგი საფეხბურთო თვალსაზრისით გაიზარდა.

"მე საგრძნობლად გავიზარდე სათამაშო და ფიზიკურ ასპექტებში, ჩემი გამოსვლები კი უფრო სტაბილური გახდა”, – აცხადებს იოზილი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან ინტერვიუში.

"მოედანზე დიდი დროის გატარება ძალიან მიყვარს, სადაც ფეხბურთით სიამოვნებას ვიღებ. რა თქმა უნდა, უფრო გამოცდილი გავხდი, შევიცვალე, როგორც ფეხბურთელი”.

"მესმის, რომ სხვადასხვა ასპექტებში გაზრდა ჯერ კიდევ შემიძლია. პირველ რიგში, სტატისტიკაში – უფრო მეტი გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთებაა საჭირო”.

"ვეთანხმები, რომ პლეიმეიკერისთვის გოლები – ეს მთავარი არაა, თუმცა რატომაც არ უნდა ეცადოს უფრო მეტი გოლის იგი?”
Views: 779



Shadow


content top