infoBets: Free Betting Daily Tips, Bet Advice, Soccer Predictions, Dropping Odds, Statistics Table, Football Live Centre, Fastest Livescore, Live TV, Soccer highlights...
content top
Main » 2013 » March » 19 » ტოტი კარიერას მომავალ წელს დაასრულებს

ტოტი კარიერას მომავალ წელს დაასრულებს

ტოტი
იტალიური "რომას” კაპიტანი ფრანჩესკო ტოტი აცხადებს, რომ არაა გამორიცხული, მან საფეხბურთო კარიერა ერთი წლის შემდეგ დაასრულოს.

ცოტა ხნის წინათ, იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ განაცხადა, რომ ის ფრანჩესკო ტოტის ეროვნულ გუნდში დაბრუნებას არ გამორიცხავს, მაგრამ როგორც ირკვევა, შესაძლოა, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დროს, ვეტერანი ფეხბურთელი უკვე პენსიაზე იყოს გასული.

"სავსებით შესაძლებელია, რომ კარიერა ერთი წლის შემდეგ დავასრულო. მხოლოდ მე ვიცი, როდის გამომიძახებს პრანდელი ნაკრებში.

ჩემი კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა სეზონის წინ კარგად მომზადებითაა განპირობებული. ეს ყველაფერი ზდენეკ ზემანისა და სპეციალური დიეტის დამსახურებაა.

ჩემი ოცნება "რომას” ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა. რაც შეეხება სკუდეტოს, ის "იუვენტუსმა” უკვე მოიგო.” – აცხადებს ფრანჩესკო ტოტი.
Views: 698



Shadow


content top